“მარკო პოლოს” მომსახურე პერსონალის განცხადებით, მათ ახალი კონტრაქტის საფუძველზე ხელფასი შეუმცირდებათ, ხოლო სამუშაო გრაფიკი გაუმკაცრდებათ:
“ახალ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერთ, ახალი მოთხოვნებით დღეში 10 ლარი გვექნება, მანამდე დღიური ანაზღაურება 21 ლარს შეადგენდა.”
“მარკო პოლოს” დირექტორი გიორგი მერკვილაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ახალი კონტრაქტის თანახმად, მომსახურე პერსონალს მოჭრილ ხელფასს გადაუხდის, რაც 350 ლარს შეადგენს:
“მანამდე თანამშრომლები გამოძახებით იყვნენ დასაქმებულნი, ახლა ისინი ხელფასს იმ შემთხვევაში მიიღებენ, როცა სასტუმრო დატვირთული არ იქნება. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რას აპროტესტებენ თანამშრომლები”.
გიორგი მერკვილაძე “მარკო პოლოს” გენერალურ დირექტორად 3 წელია მუშაობს. სასტუმროს უკრაინიდან მოწვეული მენეჯერი მართავს.
მერკვილაძე თანამშრომლებთან გასაუბრებას გეგმავს. სასტუმროში ამ დროისათვის 90 ადგილობრივია დასაქმებული. ახალი კონტრაქტი სასტუმროსთან დაახლოებით 20-მა ადამიანმა გააპროტესტა.