„ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე პირადად არის დაკავებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დაშანტაჟებით. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ თუ ისინი არ გაატარებენ „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებ პოლიტიკას ადგილებზე და არ დატოვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს, ამ შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველობაში ფინანსური პოლიცია შევა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების „შეკერვა“ მოხდება. “ – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეებს „ქართული ოცნების“ სახელით ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე გიგა ახვლედიანი აშინებს. საპარლამენტო უმცირესობა თვითმმართველობებზე ზეწოლის დაუყონებლივ შეწყვეტას მოითხოვენ.
პარლამენტის თამვჯდომარის დავით უსუფაშვილის თვითმმართველობების პოლიტიკური წნეხისაგან თავდაცვის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივა მიღებას არ გამორიცხავს:
„იმისათვის, რომ არც ერთმა და არც მეორე მხარემ არ მოახდინოს ზეწოლა თვითმმართველობაში დასაქმებულებზე, არ არის გამორიცხული პარლამენტმა მოხელეების დაცვის მიზნით მექანიზმი მიიღოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობების ყველა მოხელეს დანაშაული ეპატიოს“.