იგი საქართველოს მთავრობის, აგრეთვე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება; ამას გარდა, მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში გაიმართება.
საელჩო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები აშშ–საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების ერთგულია, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში ეხმარება და მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.