ახალი ამბები

შსს–ს განცხადებით, ‘ვისოლის’ დაყაჩაღება გახსნილია

26 ნოემბერი, 2012 •
შსს–ს განცხადებით, ‘ვისოლის’ დაყაჩაღება გახსნილია

“შსს-ს 7-ე განყოფილების თანამშრომლებმა ყაჩაღობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2012 წლის 16 ნოემბერს, 01:45 საათზე, დანებით შეიარაღებულმა სამმა პირმა ანაპის დივიზიისა და ჩარგლის ქუჩების კვეთაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ “ვისოლის” ოპერატორს, 1990 წელს დაბადებულ კახა ზაქაშვილს გასტაცა კომპანიის კუთვნილი 195 ლარი, პირადი მობილური ტელეფონი და ოქროს ბეჭედი.

ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ეჭვმიტანილები, 1988 წელს დაკავებული ნიკა გ.  1993 წ.დ. რომან ო. და 1993 წ.დ. ტარიელ ქ. ნივთმტკიცებები ამოღებულია. დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული.

გამოძიებას 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით აწარმოებს შს მე-7 განყოფილება”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი