ახალი ამბები

ქეთრინ ეშტონი: არ უნდა იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება

26 ნოემბერი, 2012 •
ქეთრინ ეშტონი: არ უნდა იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება

 პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ქეთრინ ეშტონმა “შეტარონ მეტეხი პალასში”  ჟურნალისტებისთვის  მოკლე განცხადება გააკეთა და  აეროპორტისკენ გაემგზავრა. დროის სიმცრის გამო მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

ქეთრინ ეშტონის თქმით, საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველად მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა და ჩამოვიდა  საქართველოში, რათა ეს მიელოცა პრეზიდენტისა და პრემიერისთვის:

 

“მე შეხვედრებზე ხაზი გავუსვი, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ქართულ პოლიტიკაში ჩართულ მხარეებს,  დაიცვან ევროპის ძირითადი ღირებულებები – დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა. არ უნდა არსებობდეს შერჩევითი სამართალი, არ უნდა იყოს ანგარიშსწორება პოლიტიკური მოწონააღმდეგის მიმართ. წარსულის დანაშაულობების გამოძიება უნდა იყოს და უნდა აღიქმებოდეს, როგორც მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სათანადო წესების შესაბამისი”.

ქეთრინ ეშტონის საქართველოს ოფიციალური ერთდღიანი ვიზიტით 26 ნოემბერს ეწვია. ის პრეზიდენტ სააკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად შეხვდა პრეზიდენტის სასახლეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი