ებანოიძის დაბარებას საგამოძიებო სამსახურის მიერ საპარლამენტო უმცირესობის წევრი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანაში ხორციელდება პოლიტიკური მოტივებით დაკავებები და ებანოიძის დაბარებაც დაკითხვაზე ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია:

 

“ჯაბა ებანოიძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით შეიძლება გაკეთდეს ერთი განცხადება: ეს ძალიან სიმბოლურია, ჯაბა ებანოიძე არის ადამიანი, რომელიც არის საქართველოში სიმბოლო კორუფციის დამარცხების, კორუფციული ბიუროკრატიის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლის, ეს არის ადამიანი, რომელმაც შეძლო ყველაზე კორუმპირებული სისტემის – საჯარო რეესტრის ერთ-ერთ სამაგალითო სტრუქტურად ქცევა, რომელმაც შეძლო შემოსავლების სამსახურის გათავისუფლება ყოველგვარი ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერისგან, რათა თითოეულ ბიზნესმენს თავი ეგრძნო კომფორტულად ამ ქვეყანაში”, – განაცხადა საყვარელიძემ.

 

შემოსავლების სამსახურამდე ჯაბა ებანოიძე იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *