ფედერაციის თავმჯდომარეობისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა: სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დეპუტატ შოთა ხაბარელის ვაჟი მამუკა ხაბარელი და აღნიშული ფედერაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, დავით ხახალეიშვილი.
დღევანდელ ყრილობაზე არც ერთი კანდიდატი არ ესწრება, მათ წერილობითი განცხადებებით მიმართეს ყრილობის დელეგატებს იმის თაობაზე, რომ ხსნიან საკუთარ კანდიდატურებს.
ამ დროისთვის დელეგატები მორიგი ყრილობის დანიშვნის დეტალებზე მსჯელობენ.
რამდენიმე დღის წინ დავით ხახალეიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და მასზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე ისაუბრა. ხახალეიშვილმა მის წინააღმდეგ კამპანიის მონაწილეებად სპორტისა და ახალგარდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მოქმედი ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირები დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს, ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტად 4 წლის ვადით “მეცხრე არხის” დირექტორი კახა ბექაური აირჩიეს.