ახალი ამბები

კობახიძე მანანა

26 ნოემბერი, 2012 •
კობახიძე მანანა

მე ასეთი სიტყვები არ მითქვამს “ფიგაროსთვის”საერთოდ არ მიმიცია ინტერვიუ. მე გამოვიყენებ ყველა უფლებას იმისთვის, რომ გავარკვიო ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ფიგაროს მეშვეობით. მე არ დამკავშირებია ფიგაროს ჟურნალისტი, მე არანაირი ფრაზა არ მითქვამს, ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია იმ ინტერვიუსი, რომელიც ორი წლის წინ მივეცი ბაია ამაშუკელს და გამოქვეყნდა საქინფორმში, იქაც იყო გარკვეული არასწორი ინერპრეტირება და იქედან კიდევ აბსოლუტურად დამახინჯებული ფრაზა აქვთ ამოღებული. 

 

მე გეტყვით რაც ვთქვი, ინტერვიუ ეხებოდა ერთ კონკრეტულ საქმეს, ეს აის მართლმადიდებელი ბიჭების საქმე, კავკასიის ინციდენტი გასოვთ ალბათ და ვყვებოდი რა და როგორ იყო ამ საქმეში, საპროცესო ნორმების დარღვევით მოხდა მათი პასუხისგებაში მიცემა და ვყვებოდი ამ საქმეზე, რითი იყო განპირობებული რომ უდანაშაულო ხალხი მისცეს პასუხიგებაში, მე გავეცი პასუხი, რომ ამით მაშინდელი ხელისუფლება ადენდა იმის დემონსტრირებას, რომ თითქოს და ისინი იცავენ უმცირესობის უფლებებს, რეალურად არც უმცირესობა იყო დაცუი და არც უმრავლესობა იმ პრიოდში. ის რომ ამ ადამიანებსაც ჰქონდატ გამოხატვის თავისუფლება, იგივე მართლმადიდებლური მრევლის წარმომადგენლებს, ზოგი სტიქაროსანი იყ, ზოგი მგალობელი და ის რომ მათთვის მიუღებელი იყო გარკვეული პროპაგანდა ამ შემთხვევაში მამათმავლობის და ლესბოსელობის, რაც ქრისტიანული მორალისთვის არის მიუღებელი– ეს ვთქვი მე, ის რომ მართლმადიდებლობა ცოდვად თვლის მამათმავობას და ლესბოსელობას ეს ჩემი მოგონილი არ არის, სახარებაშიც წერია, წმინდა მამებიც ამბობდნენ და ქრისტე ამბობდა, ეს არ არის ჩემი მოგონილი.  მე ვთქვი, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ გამოხატავდნენ გარკვეულ აზრს ეს ბიჭები მეთქი. რაც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.  ის რაც შეიძლება ევროპაში მიღებულია, მართლამდეებლური სარწმუნეობისტვის მიუღებელია.  ეს ბიჭები გამოხატავდნენ საკუთარ აზრს და არ ჩადიოდნენ დანაშაულს. მაგრამ ეს საქმე დაჭირდათ იმისთვის, რომ თითქოს იცავენ უმცირესობების უფლებებს, ეს იყო მთელი კონტექტსტი ამ ინტერვიუსი, ამათ ამოგლიჯეს, თითქოს ევროპაში იცავენ უმცირესობებს და საქართველოში მიუღებელია, ჩვენთვის კი არა მართლმადიდებლობისტვის არის მიუღებელი მამათმავლობა და ლესბსელობა. 

 

სახელმწიფოს პასუხი უნდა მოდიოდეს მართლმადიდებლური ეთიკიდან, თუ კონსტიტუციიდან?

 

გასაგებია, მაგრა სახელმწიფომ მაშინ იმოქმედა ისე, რომ სისხლის სამართლის მთელი პროცესი ამ ადამიანების მიმართ წარიმართა კანონის დარღვევით, ყველა დაზარალებული მათ შორის აქუბარდია, ჯანგირაშვილი მიუთითებდა, რომ სტუდიაში ვინც გადაცემა ჩაშალა არ იყვნენ ის ხალხი, მათ არც ჯურნალისტებისთვის შეუშლიათ ხელი, არც კამერები დაუმტვრევიათ,  ეს იყო სხვა ხალხი და ითხოვდნენ იმ სხვა ხალხის დასჯას და მოძებნას იმ ადამიანებისას ვინც ეს ჩაიდინა. ესენი სტუდიაში ჰყავდა მოწვეული ნინო ჯანგირაშვილს და გამოხატავდნენ თავის აზრს. ოპერატორები, ჟურნალისტები ყველა უარყოფდა ამ ხალხიდან დანაშაულის ჩადენას და განაჩენი გამოიტანეს მტკიცებულებების არარსებობის პირობებში. ეს იყო მიზანმიმართული დევნა, რომ ამ ხალხის, რომ მერ მოენათლათ რელიგიურ ექსტრემისტებად. დღეს არასამთავრობოების ჯგუფმა ეს ხალხი პოლიტპატიმრებად. ამ დროს რელიგიურ ექსტრემისტებად თვლიდა ხელისუფლება და ასეთ ანგარიშებს აგზავნიდა ამერიკის დეპარტამენტშ. 

 

თქვენი აზრით, როდესაც ადამიანის სექსუალური იდენტობის საფუძველზე ხდება მისი დისკრიმინაცია, ეს არ არი რელიგიური  ექსტრემიზმის გაოვლინება?

 

როდესაც დისკრიმინაცია ხდება ადამიანის, ნებისმიერი ნიშნით, ეს შეიძლება იყოს რელიგიური ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობა, ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია არის კანონის საწინაარმდეგო ქმედება. მაგრამ აქ იყო საუბარი  აზრის გამოხატვაზე, ადამიანები ისხდნენ სტუდიაში და გამოხატავდნენ მის აზრს, რომ მათთვის მიუღებელია ლესბოსელობა თუ მამათმათმავლობა, ეს არ არის ჩემი ან მათი მოგონილი, ეს არის ქრისტეს სწავლება, ეს იყოს აზრის გამოხატვა, რომელიც არ არის დანაშაული. ამ ხალხს ეს ქმედება ჩაუთვალეს დანაშაულში. არანაირად იქ არ იყო მტკიცებულებები, მე ბევრი დამმიცავს თვითონ უმცირესობის წარმომადგენლები, გვარებს და სახელებსაც ჩამოგითვლით თუ გნებავთ, როდესაც  მათ სცემდნენ მაშინდელი ხელისუფლბის პირობებში,  პოლიცია, როცა იწრებოდნენ მათ ოფისებში, ის ხალხი მოდიოდა მაშინ 42–ე მუხლში და მე ვიცავდი ამ ადამიანებს. ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე მათ არ ვიცავდი. თუ ადამიანი თავის აზრს ამბობს, რომ არ მოსწონს  განსხვავებული ორიენტაცია და მისთვის მიუღებელია, ესეც მისი უფლებაა,  თქვას მოსწონს თუ არა. 

 

მემეორე პირი ვარ პარლამენტში ჩემი მოძებნა მედიას არ უჭირს, შეეძლოთ დაერეკატ და მე მათ განვუმარტავდი, ისევე როგორც თქვენ გელაპარაკებით, მე მივცემდი ინტერვიუს, მე მეეჭვება, რომ ეს ვიღაცის ინტერესში შედის, ჩემ ამ ფრაზას არასწორად აფრიალებდა ჩიორა თაქთაქიშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი. გაჰქონდათ ეს ინფორმაციები ევროკავშირიში, ევროსაბჭოში. გამომიყვანეს ქსენოფობი, ჰომოფობი, ეს არის საცაცილო, ვინც მიცნობს და რა საქმეების მიწარმოებია , ყველა აღიარებს რომ მე მსგავსი მიდგომები არ მქონია და ვიყავი უფლებადამცველი და ყველაფერს ვუყურებ ამ თვალით. იმასაც ვაღიარებ რომ ვარ მართლმადიდებელი 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი