“ყველა ამ საქმეში ყველაფერი გარკვეულია, დასკვენებია დადებული. ჩვენ როცა ხელისუფლებაში ვიყავით, ამ საქმეების გამოძიების დამაჯერებლობა საზოგადოების რაღაც ნაწილში ეჭვს იწვევდა. დადგა დრო, ახალმა ხელისუფლებამ ეს საქმეები ხელახლა გამოიძიოს, თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოაქვეყნოს მასალები. მე ვფიქრობ, რომ თქვენ მიერ ჩამოთვლილ საქმეებში და სხვა საქმეებში ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს და დღეს მაინც დარწმუნდება საზოგადოება იმაში, რომ ის ეჭვები, რაც მათ გააჩნდათ, უსაფუძვლო იყო”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოსტსკრიპტუმში”, პირდაპირ ეთერში საუბრის დროს.
ვანო მერაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი და ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, ოქრუაშვილმა მასზე მისცეს გამოძიებას ჩვენებები, მერაბიშვილმა უპასუხა:
“ვერასოდეს გამოვიცანით ოქრუაშვილის ქმედებები… მე მგონი, საინტერესო არ არის, ვინ ვის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას” .