ახალი ამბები

მკვლელობა ნინოშვილის ქუჩაზე [Video] სს

25 ნოემბერი, 2012 •
მკვლელობა ნინოშვილის ქუჩაზე [Video] სს

ხათუნა თეზერაშვილი განცხადებით, მოკლული მისი მეგობარია და იგი ეკლესიაში გაიცნო. მისივე განცხადებით, მოკლული სოსო ჩიქობავაა:

 

“ამ ეკლესიის მრევლი იყო, ახლობლობდა დედაოსთან, მანქანით მიყავდა ხოლმე, წინა მთავრობის დროს მუშაობდა საგადასახადოში და მოხსნეს, ახალ მთავრობას სიხარულით ელოდებოდა, ამბობდა ახალ თანამდებობას მთავაზობენო, გამიგია, რომ ბინის საკითხზე იყო დავა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი”– განაცხადა ხათუნა თეზერაშვილმა. 

 

თვითმხილველი ვალერი ამბობს, რომ მან 6 გასროლის ხმა გაიგონა და ასევე დაინახა მკვლელი, რომელიც აუღელვებელი ნაბიჯებით წავიდა დანაშაული ჩადენის ადგილიდან. 

 

ადგილზე მუშაობდნენ კრიმინალისტები, ამჟამად დაკითხვაზე, ეკლესიის დედაო იმყოფება. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ 24 ნოემბერს, თბილისში ზაზაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილი საღამოს, დაახლოებით შვიდ საათზე თვითმხილველებმა აღმოაჩინეს საკუთარ მანქანაში.  მოკლული 43 წლის ავთანდილ ადუაშვილია, რომელიც ხუდადოვის ქუჩაზე რამდენიმე ობიექტს ფლობდა.

 

გამოძიებას ჩუღურეთის რაიონული პოლიცია აწარმოებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით არაა ცნობილი.

 

22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, რა გარანტიას აძლევს პრემიერ მინისტრი საზოგადოებას, რომ დაგეგმილი მასშტაბური ამნისტიის შედეგად კრიმინალი არ მოიმატებს, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ გარკვეული დოზით კრიმინალი ქვეყანაში გაიზრდება. 

 

“ეს რა­ღაც ეტაპ­ზე გარ­კვე­უ­ლი დრო გაზ­რდის კრი­მი­ნალს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას გა­გე­ბით უნ­და მო­ე­კი­დოს, უნ­და გა­ვი­ჭირ­ვოთ. იქ ძა­ლი­ან ბევ­რი და უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ­სა­ხუ­რებს ამას, ვი­ღა­ცე­ე­ბი გა­მოგ­ვე­პა­რე­ბი­ან, ვი­ღა­ცე­ებს უკან შებ­რუ­ნე­ბა მო­უ­წევს, საზოგადოებამ უნდა გადავიტანოთ ეს. რაღაც უხერხულობებს ეს შექმნის ალბათ. მაგრამ არ­სე­ბო­ბენ ორ­გა­ნო­ე­ბი და ალ­ბათ შე­სატ­ყვის რე­ა­გი­რე­ბას გა­ა­კე­თე­ბენ,”- განაცხადა ივანიშვილმა. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი