გამოკითხვისას გამოიკვეთა, რომ ყველაზე ნაკლებად ემოციური სინგაპურის საზოგადოებაა, რომელსაც მოსდევს საქართველო, ლიტვა და რუსეთი.
გალაპი ყოველდღიურად განცდილი ემოციების შესახებ გამოკითხვას 150 ქვეყანაში ატარებს. ისინი რესპონდენტებს 5 პოზიტიური და 5 ნეგატიური გამოცდილების შესახებ ეკითხებიან, რომელიც წინა დღით მოხდა: ნეგატიური გამოცდილება გულისხმობს გაბრაზებას, სევდას, ფიზიკურ ტკივილს, სტრესს, ხოლო პოზიტიურ გამოცდილებად ითვლება- თავის დასვენებულად გრძნობა, გართობა, ღიმილი, სიცილი, საინტერესო საქმის კეთება.
ემოციურობის გასაზომად გალაპმა საშუალო სიდედე გამოთვალა, მოსახლეობის რაოდენობის პროცენტული წილის თითოეულ ქვეყანაში, ვინც აღნიშნა, რომ მათ გამოუცდიათ ათიდან თითოეული პოზიტიური და ნეგატიური ემოცია.
ყველაზე ემოციურ საზოგადოებად, გალაპის გამოკითხვის მიხედვით, ფილიპინების, სალვადორის, და ბაჰრეინის საზოგადოებები დასახელდნენ.





