რუსთავში ე.წ. ყვითელი ავტობუსების მძღოლების ხელფასი 180-200 ლარს შეადგენს. ნეტგაზეთი ლავრენტი ალანიას, საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარეს ესაუბრა. მისი თქმით, გაფიცვა ხვალაც გაგრძელდება, რადგან დღევანდელი შეხვედრა რუსთავის მერიის წარმომადგენლებთან უშედგო აღმოჩნდა.
რუსთავის მერის მოადგილემ მძღოლებს ხელფასის 50%-ით მომატება შესთავაზა,ახალი ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, ეს პირობა მძღოლებისთვის არ აღმოჩნდა მისაღები.
ხვალ რუსთავის მძღოლებს და მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიმართება, სადაც მძღოლების მუშაობის გაგრძელებისთვის წამოყენებული პირობების დაკმაყოფილება კიდევ ერთხელ განიხილება.