საკერავ ფაბრიკაში ცეცხლი შაბათს, გვიან საღამოს გაჩნდა და მალევე მოედო მთელ შენობას.
რამდენიმე ადამიანის გარდაცვალების მიზეზი შენობის ფანჯრიდან გადმოხტომა გახდა – რა გზითაც ისინი ცდილობდნენ ცეცხლისთვის თავი დაეღწიათ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ერთ-ერთ მიზეზად ამ ეტაპზე მოკლე ჩართვა სახელდება.
ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა. ეს სართული დამზადებული პროდუქციის შენახვისთვის იყო განკუთვნილი. პირველ სართულზე ხანძრის გაჩენამ ათეულობით ადამიანს შენობიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა არ მისცა.
მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მხოლოდ კვირას, დილისთვის შეძლეს.
მეხანძრეების თქმით, შენობაში არც ერთი სახანძრო კიბე არ იყო, შენობაში მყოფებს არ ქონდათ საშუალება, შენობიდან გამოსულიყვნენ.