ახალი ამბები

რას ითხოვენ რუსთავში გაფიცული მძღოლები

25 ნოემბერი, 2012 • • 1171
რას ითხოვენ რუსთავში გაფიცული მძღოლები

მძღოლები აცხადებენ, რომ მათი თვიური ანაზღაურება 180-200 ლარს შეადგეს, დღეს რუსთავში მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსის 54 მძღოლი გაიფიცა.

 

ნეტგაზეთის ინფორმაციით, მძღოლებს ხელფასის მომატების გარდა სხვა მოთხოვნებიც აქვთ. მათი მოთხოვნები 9 პუნქტადაა ჩამოყალიბებული. 

 

როგორც ლავრენტი ალანიამ, საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, დანარჩენი რვა მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება.  

 

“ვიცე მერია მოსული, რვა მოთხოვნაზე ვთანხმდებით, ერთადერთი  ხელფასის მომატებაა პრობლემური, ბიუჯეტის დამტკიცებას ელოდებიან”.

 

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძეც აცხადებს, რომ გარდა ხელფასის მომატების საკითხისა, მძღოების სხვა მოთხოვნები დაკმაყოფილებულია:

 

“მათი მხრიდან წარმოდგენილია 9 -პუნქტიანი მოთხოვნა, აღნიშნულ პუნქტებზე მძღოლებთან გვქონდა საუბარი, რომელთაგანაც, 90 % დაკმაყოფილებულია უკვე, დარჩა მთავარი პუნქტი, რომელიც მათი ხელფასების მატებას ეხება. ჩვენ მიერ შემუშავდა ფინანსური დოკუმენტი, რომელიც თვითმმართვლობას წარვუდგინეთ, მიმდინარეობს ბიუჯეტს განხილვა, განხილვის პერიოდში თუ მიიღებენ ჩვენ მიერ მომზაებულ დოკუმენტს, ავტომატურად მოხდება მათი ხელფასების მატება”–განაცხადა მამუკა მუმლაძემ რუსთავი2–ის ეთერით. 

 

ალანიას თქმით, რუსთავში სულ ტრანსპორტის 30–მდე ერთეულია და 54 მძღოლია დასაქმებული, მძღოლები სრული შემადგენლობით გაიფიცნენ და დღეს ქალაქში მხოლოდ კერძო ტრანსპორტი მუშაობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი