ღაზის სექტორში არსებულმა პალესტინის ადამინის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დროს 156 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი, ხოლო 1000-მდე დაჭრილი და დაშავებული პალესტინელიდან უმეტესობა არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო პირი იყო.
სკოლა ღაზის სექტორში შაბათს გაიხსნა. გაეროს დახმარების ფონდის სპიკერის თქმით, საომარი მოქმედებების შემდეგ სასწავლებელში დაბრუნებულმა სკოლის მოსწავლეებმა პირველი დღე განვლილი პერიოდის განცდებზე საუბარს დაუთმეს.





