ახალი ამბები

საიამ წლიური ანგარიში წარმოადგინა

24 ნოემბერი, 2012 •
საიამ წლიური ანგარიში წარმოადგინა

დღეს, 24 ნოემბერს,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრესკონფერენციაზე ორგანიზაციამ მიმდინარე წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა.

მედიის ინტერესების დაცვა, ანტიკორუფციული მონიტორინგები, არჩევნები და სასამართლოს დამოუკიდებლობა და სხვა თემები, რომლებიც მიმდინარე წლის ოქტომბრის ჩათვლით საიამ განახორციელა, ორგანიზაციამ დღეს კიდევ ერთხელ განიხილა.

თამარ ჩუგოშვილის, ორგანიზაციის ხელმძღვამელის განცხადებით, 2012 წლის მანძილზე საიამ 110 ათასზე მეტ ადამიანს გაუწია უფასო იურიდიული დახმარება. მიმდინარე წელს ორგანიზაციამ ორი საქმე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ერთი კი სტრასბურგის სასამართლოში მოიგო.

“საიას ოფისებმა წელს 110 ათასზე მეტი პირს გაუწია უფასო იურიდიული დახმარება, საიას იურისტებმა შეადგინეს 12 ათასზე მეტი სამართლებრივი დოკუმენტი, 400-ზე მეტი საადვოკატო საქმე, რომლიდანაც 200-ზე მეტი საქმე წარმატებით დასრულდა”,-აცხადებს ჩუგოშვილი.

“საია, ეს არის ჩემი შეგნებული ცხოვრება, 20 წელია ამ ორგანიზაციის პატრიოტი ვარ, წევრი ვარ, ხელმძღავნელიც ვიყავი, საიამ გაუძლო გამოცდას, 20 წლის მანძილზე უამრავი რამ მოხდა ქვეყანაში, ბევრმა ინსტიტუტმა ვერ გაუძლო ამ გამოცდებს, ვამაყობ, რომ იურისტთა ასოციაციამ გაუძლო ამ გამოწვევებს”,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი