საქართველოდან აღნიშნულ შეხვედრას დაესწრნენ: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს რეგიონალური თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ლევან ჩიკვაიძე – იტყობინება შს სამინისტრო.
ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის, რუსეთის, საბერძნეთის, სერბეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ასევე, რუმინეთის, სომხეთისა და მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა. სხდომას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო ხორვატიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.
ქართული დელეგაციის მხრიდან საუბარი შეეხო ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებას, “აღინიშნა ასევე რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ჩამოყალიბების დიდი მნიშვნელობა გრძელი და მოკლევადიანი სტრატეგიების გასავითარებლად და ხაზი გაესვა პოლიციის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, პოლიციელებში განათლების დონის ამაღლებასა და მათ მუშაობაში ახალი ფილოსოფიური ხედვის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიციის ისეთ სამართალდამცავ ორგანოდ ჩამოყალიბებას, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს უსაფრთხოების სერვისს სთავაზობს. მინისტერიალზე ბატონმა იზორიამ განსაკუთრებით აღნიშნა შსს-ს ერთ-ერთი ცენტრალური მიზანი – საპოლიციო სისტემის სრული დეპოლიტიზება”,-წერს შს სამინისტროს ვებგვერდი.
ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მოლდოვის, სომხეთისა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან
