ახალი ამბები

ლაშა მესხის მხარდასაჭერად საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გაიმართა

1 მარტი, 2017 • 22986
ლაშა მესხის მხარდასაჭერად საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გაიმართა

საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) შენობასთან ლაშა მესხის მხარდასაჭერად ჟურნალისტები და პროფესიული კავშირის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მესხს, რომელიც  GPB-ის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” ჟურნალისტად მუშაობდა და, ამავდროულად, მედიის პროფკავშირებს ხელმძღვანელობდა, მაუწყებელში კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. ჟურნალისტი მენეჯმენტის ამ გადაწყვეტილებას პროფესიული კავშირების კუთხით საკუთარ მუშაობას უკავშირებს.

“უსამართლობა დაიწყო ჩემგან ამ მაუწყებელში. “ოპტიმიზაცია”, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება –  აქ განსხვავებული აზრი არ იყოს, აქ არ იყოს რეალური ოპოზიცია და აქ არ იყოს პროფკავშირი, როგორც ინსტიტუტი. ეს არის დარტყმა მედიის პროფესიულ ორგანიზაციაზე და ეს არის დარტყმა მკვეთრად ევროპულ სტრუქტურაზე მაუწყებლის შიგნით” – თქვა ლაშა მესხმა.

სახოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან “მოამბის” ჟურნალისტსა და მედიის პროფკავშირების ხელმძღვანელის, ლაშა მესხს, მხარდასაჭერად სხვადასხვა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ლაშა მესხს, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელში კონტრაქტი ამოეწურა, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. 01.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მესხის გათავისუფლებაში შრომითი უფლებების დარღვევას ხედავს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა პროფკავშირის თავმჯდომარე დოდო შონავა. მისი თქმით, ლაშა მესხი კანონმდებლობის დარღვევით გაათავისუფლეს:

“ორწლიანი ხელშეკრულების შემდეგ უფრო მოკლევადიანი ხელშეკრულების დადება შრომითი ხელშეკრულებით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ დაგეგმილია ტესტირება და სწორედ ასე ასაბუთებდნენ ამ მოკლევადიან ხელშეკრულებებს მენეჯმენტის წარმომადგენლები.  მაგრამ გუშინ ლაშა მესხი გაათავისუფლეს ისე, რომ ტესტირება არ ჩატარებია. დარღვეულია შრომითი კანონმდებლობა და ეს ბადებს ეჭვს, რომ ლაშა სწორედ ამ აქტივობის გამო გაათავისუფლეს” – ამბობს შონავა.

სახოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან “მოამბის” ჟურნალისტსა და მედიის პროფკავშირების ხელმძღვანელის, ლაშა მესხს, მხარდასაჭერად სხვადასხვა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ლაშა მესხს, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელში კონტრაქტი ამოეწურა, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. 01.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სახოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან “მოამბის” ჟურნალისტსა და მედიის პროფკავშირების ხელმძღვანელის, ლაშა მესხს, მხარდასაჭერად სხვადასხვა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ლაშა მესხს, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელში კონტრაქტი ამოეწურა, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. 01.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელ საბჭოს მიმართეს და საკითხის ხელახლა განსახილველად ორდღიანი ვადა მისცეს:

“ჩვენ მივმართავთ აღმასრულებელ საბჭოს, ორი დღის ვადაში ხელახლა მოხდეს ამ საკითხის განხილვა და შეიცვალოს ეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება. ორი დღის შემდეგ, თუ აღნიშნული უსაფუძვლო გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ჩვენ გამოვიყენებთ ყველანაირ სამართლებრივ და საპროტესტო ფორმას ლაშა მესხის უფლებების დასაცავად” – ვკითხულობთ აქციის მონაწილეების მიერ მომზადებულ მიმართვაში.

სახოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან “მოამბის” ჟურნალისტსა და მედიის პროფკავშირების ხელმძღვანელის, ლაშა მესხს, მხარდასაჭერად სხვადასხვა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ლაშა მესხს, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელში კონტრაქტი ამოეწურა, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. 01.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სახოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან “მოამბის” ჟურნალისტსა და მედიის პროფკავშირების ხელმძღვანელის, ლაშა მესხს, მხარდასაჭერად სხვადასხვა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ლაშა მესხს, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელში კონტრაქტი ამოეწურა, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. 01.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“მოამბის” ჟურნალისტსა და მედიის პროფკავშირების ხელმძღვანელ ლაშა მესხს, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელში კონტრაქტი ამოეწურა, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.   ლაშა მესხს “მოამბის” 12 ჟურნალისტთან ერთად გასულ თვეს ერთთვიანი კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა ხელშეკრულება მხოლოდ მას არ გაუგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი