ახალი ამბები

ქელბაქიანს – გირაო, ჩოგოვაძეს – წინასწარი პატიმრობა

23 ნოემბერი, 2012 •
ქელბაქიანს – გირაო, ჩოგოვაძეს – წინასწარი პატიმრობა

რაც შეეხება “ენ–სი–სის” ფინანსურ დირექტორ არჩილ ჩოგოვაძეს, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ  გიორგი არევაძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღმკევთ ღონისძიებად გირაოს დაკისრება მოსამართლემ მხოლოდ ქელბაქიანის მიმართ გადაწყვიტა.

 

ადვოკატ ირაკლი ჟორჟოლიანის განცხადებით, კანონით დადგენილ ვადაში არჩილ ჩოგოვაძესთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება. 

 

კომპანია ,,ენ სი სი”-ს გენერალურ დირექტორს გიორგი ქელბაქიანს და ამავე საწარმოს ფინანსურ დირექტორს არჩილ ჩოგოვაძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და გ) პუნქტებით(ფულის გათეთრება), რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

განსასჯელთა ადვოკატი პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და “ენ–სი–სის” ხელმძღვანელთა უდანაშაულობის დამტკიცებას სასამართლოში აპირებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი