როგორც ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში აცხადებენ, მინაშვილი პროკურატურაში რამდენიმე წუთში შევა, მისი დაკითხვა 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო:
“ეს ეხება საქმეს, რომელზეც შეიტანა საჩივარი თენგიზ გუნავამ, ის უბრალოდ მოწმის სტატუსით არის დაბარებული ორ საათზე”, – განაცხადეს ნაცმოძრაობის პრესსამსახურში.
აკაკი მინაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფoმრაცია პროკურატურას ჯერ არ გაუვრცელებია.
თენგიზ გუნავამ, რომელსაც პროკურატურამ ბრალი იარაღისა და ნარკოტიკების შეძენა–შენახვისათვის წაუყენა, შსს–ს თანამშრომლების წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. გუნავა მიიჩნევს, რომ დაკავებისას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს და მასზე მოხდა შურისძიება ბაჩო ახალაიასთან მეგობრობის გამო.
აკაკი მინაშვილი აცხადებდა, რომ გუნავა დაკავებამდე მასთან ერთად იმყოფებოდა და სადარბაზომდე საკუთარი მანქანით მიიყვანა:
“უკვე ჩადებები დაიწყეს. ორი კვირაა, ჩემთან ერთადაა, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ჩაუდეს”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა საინფორმაციო სააგენტო sews.ge-სთან საუბრისას.