ახალი ამბები

ტეხასში ნისლის გამო ერთმანეთს 140 მანქანა შეეჯახა

23 ნოემბერი, 2012 •
ტეხასში ნისლის გამო ერთმანეთს 140 მანქანა შეეჯახა

ავარია დღეს, გამთენიისას მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ავტომობილები იმდენად იყო ერთმანეთში გადახლართული, რომ მაშველები დაშავებულთა გამოყვანას რამდენიმე საათს მოუნდნენ.

შემთხვევის მიზეზად ძლიერი ნისლი სახელდება. პოლიციის ინფორმაციით, ნისლი ისეთი ძლიერი იყო, რომ თავდაპირველად მათ ვერ გააცნობიერეს, თუ რა მასშტაბების ავარიასთან ჰქონდათ საქმე.

მათივე ინფორმაციით 80–მდე ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი