ახალი ამბები

‘საბას’ ელექტრონული წიგნების წაკითხვა უკვე Kindle-ითაც არის შესაძლებელი

23 ნოემბერი, 2012 • 2771
‘საბას’ ელექტრონული წიგნების წაკითხვა უკვე Kindle-ითაც არის შესაძლებელი

ამისათვის საიტს დაემატა mobi და e-pub ფაილების ჩამოტვირთვის ფუნქცია. ეს სიახლე „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლის მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით დაინერგა – დღიდან ვებგვერდის ამუშავებისა, უამრავი მკითხველი გამოხატავდა სურვილს, რომ „საბას“ ელექტრონული წიგნების წაკითხვა Kindle, Sony Reader, NOOK-შიც ყოფილიყო შესაძლებელი. ამ წამკითხველებისთვის წიგნების გადმოწერის ინსტრუქციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://saba.com.ge/about/kindle

 

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ 3 თვის შეიქმნა. ვებ-გვერდი www.saba.com.ge საზოგადოებას სთავაზობს რამდენიმე ასეულ საუკეთესო ქართული და უცხოური ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს – ლიტერატურული პრემია „საბას“ სხვა და სხვა წლების ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს, ასევე კლასიკურ ლიტერატურას და პოპულარულ ბესთსელერებს, ელექტრონული სახით.

 

www.saba.com.ge-ზე ელექტრონული წიგნების წაკითხვა შესაძლებელია ჩვეულებრივი კომპიუტერით, ლეპტოპით, iPhone-ით, iPad-ით. გარდა ამისა, საიტზე განთავსებულია „საბას“ ორიგინალური წამკითხველი Saba Reader, რომელიც უფასოა და მისი ჩამოტვირთვის შემდეგ, ელექტრონული წიგნების წაკითხვა ვინდოუსის სისტემაში ინტერნეტის გარეშეც არის შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი