ახალი ამბები

თუ ვინმეს პირველს უნდა გამოეხატა თანადგომა მამა გიორგის მიმართ, ეს უნდა ყოფილიყო მეუფე დიმიტრი – მიტროპოლიტი პეტრე

28 თებერვალი, 2017 • 3426
თუ ვინმეს პირველს უნდა გამოეხატა თანადგომა მამა გიორგის მიმართ, ეს უნდა ყოფილიყო მეუფე დიმიტრი – მიტროპოლიტი პეტრე

“თუ ვინმეს პირველს უნდა გამოეხატა ამ ადამიანის [დეკანოზი გიორგი მამალაძე] მიმართ თანადგომა, რა თქმა უნდა, ეს უნდა ყოფილიყო მეუფე დიმიტრი”, – ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია პირველის ეთერში გადაცემა “რეაქციაში” ჩართვისას გააკეთა.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ მისი ეპარქიის სასულიერო პირი რომ ყოფილიყო დაკავებული, მას ვერ წარმოუდგენია, პირველივე დღეს არ ჩასულიყო და არ მოენახულებინა. მღვდელმთავარი ამბობს, რომ მისი აზრით, მიტროპოლიტ დიმიტრის ექნება ღირსეული და ლოგიკური პასუხი:

“მეუფე უფრო გასცემს ამ კითხვას პასუხს, მე ჯერ, სამწუხაროდ, არ მომეცა საშუალება, რომ მეუფესთან პირადად მესაუბრა. მაგრამ ის, რომ მეუფეს ახსენებენ და ადამიანი [დეკანოზი] მეუფის ხელდასხმულია, მისი უახლოესი გარემოცვაა და, დარწმუნებული ვარ, პატრიარქის მონახულების მიზნით და ასევე მეუფე დიმიტრისთან, და როცა ასეთ სკანდალში ეხვევა, ჩნდება შეკითხვები და თავისთავად, თუ ვინმეს პირველს უნდა გამოეხატა ამ ადამიანის მიმართ თანადგომა, რა თქმა უნდა, ეს უნდა ყოფილიყო მეუფე დიმიტრი. ეს შეკითხვები, ბუნებრივია, გაჩნდა და მე მიმაჩნია, რომ მეუფეს ექნება თავისი ღირსეული და ლოგიკური პასუხი”, – თქვა მიტროპოლიტმა პეტრემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი