ახალი ამბები

პრეზიდენტმა 519 პატიმარი შეიწყალა

23 ნოემბერი, 2012 •
პრეზიდენტმა 519 პატიმარი შეიწყალა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 519 პატიმარი შეიწყალა.

  
სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული და უდოს კომისიის მიერ გათავისუფლებული ყველა პატიმარი საკუთარ ოჯახში დღეს დაბრუნდება.  

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრების მორიგი შეწყალების შესახებ სახელმწიფო შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ  პრეზიდენტს წერილობით ოქტომბერში მიმართა.  

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 238 პატიმარი შეიწყალა, რომელთაგანაც 169-ს გათავისუფლება შეეხო, ხოლო 69-ს სასჯელის ვადა გაუნახევრდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი