ახალი ამბები

შსს მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს

22 ნოემბერი, 2012 •
შსს მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს

თბილისის მერიის მიერ დღეს, 22 ნოემბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელიც მერიის განცხადებით, გიგი უგულავას პოლიტიკური დისკრედიტაციას ემსახურება, შსს ფაბრიკაციას უწოდებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

“სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები დედაქალაქის თვითმმართველობაში ისევ ძველი მეთოდებით,  ფაბრიკაციებით აგრძელებენ ხალხთან ურთიერთობას. საზოგადოებისთვის ეს მეთოდები კარგად ცნობილია და ამაზე ამომრჩეველმა მკაფიო უარი თქვა 1 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა უმოკლეს ვადაში გაარკვევენ სიმართლეს და გააცნობენ საზოგადოებას, თუ რეალურად რას წარმოადგენს მერიის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი და სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე,”- ნათქვამია განცხადებაში. 

 

აუდიოჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ შპს „ჰერმესის“ საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იგეგმება, თითქოს აღნიშნული შპს-ის მიერ ხალხის კუთვნილი სასაფლაოების გადაყიდვა და ჭირისუფლის მიერ მომსახურებისთვის გადახდილი თანხის პირად ანგარიშებზე ჩარიცხვა ხდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი