ახალი ამბები

დავითაშვილის ინიციატივა სამსახურიდან იძულებით დათხოვნის კრიმინალიზაციაზე [Video]

22 ნოემბერი, 2012 •
დავითაშვილის ინიციატივა სამსახურიდან იძულებით დათხოვნის კრიმინალიზაციაზე [Video]

თაქთაქიშვილის თქმით, 21 ოქტომბრის შემდეგ სხვადასხვა საჯარო უწყებებში ადამიანებს სამსახურის დატოვების შესახებ განცხადების დაწერას აიძულებენ:

 

„მთელი რიგი სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლებს, რომელთაც იცავს საჯარო სამსახურის კანონი, რომელიც არ უშვებს თანამშრომლის უმიზეზოდ გაშვების შესაძლებლობას, აწერინებენ განცხადებებს და ყოველგვარი მიზეზის გარეშე უშვებენ სამსახურიდან“.

 

დავითაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ცხრა წლის განმავლობაში თავად მიმართავდა იძულებას:

 

„მე შემოვდივარ საკანონმდებლო ინიციატივით და არ მოვიყვან არგუმენტად იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში სისტემატურად მიმართავდნენ იძულებას, ტერორს, შანტაჟს და აწერინებდნენ განცხადებას, მათ შორის დაქვეითებაზე და დღეს მორალს გვიკითხავენ ჩვენ – ამის მიუხედავად, მე შემოვდივარ საკანონმდებლო ინიციატივით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდეს მუხლი – პირის იძულებაზე სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით“.

 

აღნიშნული დაპირისპირება უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებს შორის საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაფიქსირდა, სადაც შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა იქნა წარდგენილი.

 

ცვლილებების მიხედვით, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობით ან ზეპირი ფორმით, სამუშაოს შესრულების ხასიათიდან გამომდინარე განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით. ამას გარდა, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებელის ინიციატივით მოშლა დასაშვებია მხოლოდ საპატიო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს დასაქმებული არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და მისცს არანაკლებ ერთი თვის შრომითი ანაზღაურება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი