საუბარი შეეხო სამართლებრივ დევნას შსს-ს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ. კბილაშვილმა უცხოელ დიპლომატებს მაღალჩინოსანთა დაკითხვისა და დაკავების მიზეზები დეტალურად განუმარტა:
“დღეს მე უკვე მეორედ ვხდები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მთავარი პროკურორის რანგში, პასუხი გავეცი კითხვებს, რომლებიც მათ აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რათა საერთაშორისო საზოგადოება ისევე სრულად იყოს ინფორმირებული ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორადაც ინფორმირებულნი არიან საქართველოს მოქალაქეები. იმედი მაქვს, რომ მათ პასუხი ყველა კითხვაზე მიიღეს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორის განცხადებით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც პროკურატურის სიტემის მეტ გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.