ახალი ამბები

ივანიშვილი აზუსტებს, რატომ შეიძლება დარჩეს პოლიტიკაში დანაპირებზე ხანგრძლივად

22 ნოემბერი, 2012 •
ივანიშვილი აზუსტებს, რატომ შეიძლება დარჩეს პოლიტიკაში დანაპირებზე ხანგრძლივად

“ძალიან დიდი და ბევრი სპეკულაცია მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ მე წასვლასთან დაკავშირებით განვაცხადე, რომ 2014 წლის გაზაფხულზე, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, მე ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას, მე არ ვცვლი ამას და იგივე ინფორმაცია შემიძლია გავიმეორო დღესაც, მაგრამ მინდა განმარტება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით: მე არ მივდივარ და არ გავრბივარ”, – აცხადებს ივანიშვილი.

 

მისივე თქმით, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუკი იმ გეგმების განხორციელებას მოასწრებს, რისი პირობაც მისცა ამომრჩევლებს:

 

“მე წავალ მხოლოდ გამარჯვებული. იმ შემთხვევაში წავალ მე პოლიტიკიდან, თუ ყველაფერი კარგად იქნება და ყველასათვის ყველაფერი გასაგები იქნება… თუ კითხვები დაისმება იმისა, რომ ამ გუნდმა შეიძლება ვერ შეასრულოს ის დანაპირებები, რაც ჩვენ მივეცით მოსახლეობას ან ვერ მოახერხოს წარმატებით მონაწილეობა შემდგომ არჩევნებში და ა.შ. მე არსადაც არ წავალ ასეთ შემთხვევაში.

 

მე წავალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაც მაქვს მე გეგმები და როგორც წარმომიდგენია დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ მაქსიმალურად ეფექტურ ხელისუფლებას დავტოვებ და ყველა დაპირებებს, რომლებიც მე მივეცი მოსახლეობას საარჩევნო პროცესში, არავის არ გაუჩნდება ეჭვი, რომ შესრულდება და წავალ და გადავალ უფრო რთულ სექტორში, საზოგადოებაში”. 

 

ივანიშვილი ამბობს, რომ თუკი მას პოლიტიკაში დარჩენა წელიწადნახევრიანი ვადის შემდეგაც მოუხდება, ეს ცუდი ვარიანტი იქნება:

 

“არსადაც არ წავალ, დავრჩები ბოლომდე და ვიბრძოლებ შემდგომი არჩევნებისთვისაც, თუ ეს საჭირო გახდება, მაგრამ ეს იქნება ცუდი ვარიანტი ჩვენი მოღვაწეობის. მაგრამ თუ ეს ცუდი ვარიანტი განვითარდება, მე მზად ვარ აქვე დავრჩე და გავაგრძელო ოთხი წელი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი