პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის მიერ ბიუჯეტის ოპტიმიზაციისა და პრიორიტეტების ცვლის შემდეგ შესაძლებელი გახდა, სოციალურ სფეროში დადებითი ცვილებები განხორციელდეს.
ივანიშვილი ამბობს, რომ უკვე 2013 წლის იანვრის ბოლოს სახელმწიფო ერთიან სამედიცინო სადაზღევო ფონდს ქმნის.
“ამის შემდეგ, პირველ ეტაპზე, რამდენიმე თვე, ალბათ, 3-4 თვე სამედიცინო სადაზღვევო პაკეტი იქნება შედარებით მცირე, ივლისის ბოლოდან კი, როგორც გპირდებოდით, სადაზღვევო პაკეტი იქნება უფრო ფართო და სრულყოფილი. წლევანდელი ბიუჯეტი წინა ხელისუფლების მიერ არის დატოვებული. ჰქონდა ძალიან ბევრი გაუაზრებელი ხარჯები ხელისუფლებას, მათ შორის პრემიერ-მინისტრის სასახლის მშენებლობა.”
როგორც ივანიშვილი ამბობს, გარდა ამისა, 2013 წლის აპრილიდან ასაკობრივი პენსია 125 ლარი იქნება, 1 სექტემბრიდან კი პენსია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირველი ჯგუფის პირთა პენსია საარსებო მინიმუმს, 150 ლარს გაუტოლდება. თუმცა, მისივე განმარტებით, მთავრობა აღნიშნული საარსებო მინიმუმის გადახედვასაც გეგმავს.





