მისივე თქმით, ასევე ხმაური დაიწყეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დასაბრუნებლად ძველმა მესაკუთრეებმა: ერთი მხრივ, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ და მეორე მხრივ, ქიბარ ხალვაშმა.

 

ივანიშვილი მედიაზე საუბრის დროს ასევე შეეხო “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკითხს: 

 

“ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია ემსახურებოდა ერთ გუნდს, კონკრეტულად, წინა ხელისუფლებას. საზოგადოებრივი ტელევიზია ჭეშმარიტად საზოგადოების ინეტერესებს უნდა გამოხატავდეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, ახალი მთავრობის ამოცანაა, არ ჩაერიონ მედიის საქმიანობაში და მედია იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი:

 

“თუ რომელიმე მხრიდან არის რაიმე ზეწოლის ნიშნები, გაძლევთ გარანტიას, რომ მე ვიქნები პირველი დამცველი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, “მე-9 არხის” საკითხზე, რომელიც დღემდე მისი ოჯახის საკუთრებაში რჩება, იმ შემთხვევაში ისაუბრებს, თუკი ამ კუთხით ჟურნალისტების მხრიდან შეკითხვები დაისმება.

 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყო, თუმცა უკვე 45 წუთია, პრემიერი მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში საუბრობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *