აფხაზური მხარე აცხადებს, რომ ზურაბ აბაშიძემ “წინასწარმეტყველის მანტიის მორგება სცადა”.
“რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აფხაზეთის მოსახლეობისთვის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და დროა, ჩვენმა აღმოსავლელმა მეზობელმა გაიგოს, რომ აფხაზეთის აღიარება არ გადაიხედება.
აღიარების ნაცვლად, საქართველო არ იმჩნევს მომხდარ ცვლილებებს და აგრძელებს იმ არაკონსტრუქციულ კურსს, რომელიც არაღიარებისა და აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენაა მიმართული . კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, შეწყვიტოს ილუზიები და ფხიზლად შეხედოს არსებულ რეალობას”.