ახალი ამბები

ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ შეხვედრა გაიმართება

22 ნოემბერი, 2012 • 1054
ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ შეხვედრა გაიმართება

შეხვედრაზე, რომელიც დილის 10 საათიდან დაიწყება, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა და ის გამოცდილება განიხილება, რომელიც  ამ მიმართულებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა დააგროვეს.

 

ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას საქართველოს მთავრობას ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში სესილია მალსტრომი 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში გადასცემს.

 

სამოქმედო გეგმა უკვე გადაცემული აქვს მოლდოვას და უკრაინას.  ამ ორი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნული დოკუმენტის მონიტორინგს  უკვე ახორციელებენ. შეხვედრაზე საუბარი იქნება  სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ეფექტურ მეთოდებზე.   შეხვედრის შედეგად მოკლე ანალიტიკური დოკუმენტი, ეგრეთ წოდებული Policy Brief შემუშავდება.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი