“2012 წლის 20 ნოემბერს იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნენ 2012 წლის 15 ივნისს ზესტაფონში საინფორმაციო სააგენტო ინფო 9–ის ჟურნალისტებზე ხულიგნური ქმედების განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გაწვევის სამსახურის უფროსი თანამშრომელი ვალერი თელია, სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსი ავთანდილ რევაზის ძე დარდაგანიძე, ხოლო მომდევნო დღეს დაკავებული იქნა კახაბერ ხეცაძე”, – განაცხადა იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა საინფორმაციო სააგენტო ინფო 9–სთან საუბრისას. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება 239–ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2–დან 5 წლამდე ვადით