ახალი ამბები

სამინისტროს ცნობით, ტყის მცველი გარდაცვლილი იპოვეს

27 თებერვალი, 2017 • 5332
სამინისტროს ცნობით, ტყის მცველი გარდაცვლილი იპოვეს

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, კასპის რაიონში, სოფელ ხოვლეს ტყეში, ტყის მცველი დაღუპული იპოვეს.

გამოძიების ცნობით, კ.ყ. ტყის მცველი იყო და სახლიდან 25 თებერვალს გავიდა. მეორე დილით იპოვეს კ.ყ.-ს კუთვნილი ცხენი, თავად ტყის მცველთან შიდა ქართლის სატყეო-სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავშირება ვერ შეძლეს და დასახმარებლად პოლიციას მიმართეს.

სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილს დაზიანება თავისა და მხრის არეში აღენიშნება. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი