ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან, საქართველოს ხელისუფლების სხვა წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
მინისტრი ასევე თბილისში ევროპის სადამკვირვებლო მისიის ოფისს ეწვევა და მისიაში ბრიტანულ კონტინგენტს შეხვდება.