ახალი ამბები

იან კელი ნინო ზაუტაშვილს, ირაკლი ტაბლიაშვილსა და მედია-აქტივისტებს შეხვდა

24 თებერვალი, 2017 • 11361
იან კელი ნინო ზაუტაშვილს, ირაკლი ტაბლიაშვილსა და მედია-აქტივისტებს შეხვდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი  დღეს მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შეხვდა, რათა, როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “განეხილა დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიაპლურალიზმის მნიშვნელობა”.

“როგორც ელჩმა მანამდეც აღნიშნა: „იმისათვის, რომ ნებისმიერი დემოკრატია იყოს წარმატებული, მნიშვნელოვანია ძლიერი და ანგარიშვალდებული მთავრობა. მედიაპლურალიზმი არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც ამერიკის კონსტიტუციის ავტორებმა გვირჩიეს შორეულ წარსულში, მთავრობის პირველი მიზანია, დაიცვას ჩვენი თავისუფლება, რომელიც დამოკიდებულია თავისუფალ, ხელშეუხებელ და პლურალისტულ მედიაზე”, – ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს მედიის მიმართულების მენეჯერი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ხატია ჯინჯიხაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მედიის პროგრამის მენეჯერი ნინო რობაქიძე, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები- ნინო ზაუტაშვილი (რეალური სივრცე) და ირაკლი ტაბლიაშვილი (ვექტორი).

მასალების გადაბეჭდვის წესი