მისივე თქმით, რახან ქვეყანაში არ არსებობს კანონი პოლიტიკური პატიმრების შესახებ, სამუშაო ჯგუფს ევროსაბჭოს რეკომენდაციით უნდა ეხელმძღვანელა, თუმცა ჯგუფში შემავალმა ორგანიზაციებმა გადაწყვეტილება პატიმრების საქმეების შესწავლის გარეშე მიიღეს:

„ჩვენ არ მოგვეცა ამ საქმეების განხილვის, კითხვების დასმის, საქმის მასალების ნახვის შესაძლებლობა და, შესაბამისად, ვერ დავუჭერდით იმ პროცესს მხარს, რომელიც მიდიოდა ასე ზედაპირულად. ჩვენ დავტოვეთ სამუშაო ჯგუფი. 

 

მე ვფიქრობ, ჯგუფის წევრებმა, სამწუხაროდ, არ გამოიჩინეს საიმისო მონდომება, რომ დეტალურად მომხდარიყო ყველა საქმის განხილვა,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 180 პირი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად მიიჩნია, ხოლო 22 – პოლიტიკური ნიშნით დევნილად. კომიტეტის ამ დადგენილებას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კენჭს პარლამენტის სასესიო სხდომაზე უყრიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *