ახალი ამბები

უზუსტობა პოლიტპატიმრებად აღიარებულთა სიაში ‘ენვერის’ საქმეზე

20 ნოემბერი, 2012 •
უზუსტობა პოლიტპატიმრებად აღიარებულთა სიაში ‘ენვერის’ საქმეზე

ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი, დავით დოლიძე აცხადებს, რომ მისი სიძე – მფრინავი გელა კაკაბაძე, რომელიც ასევე სპეცოპერაცია „ენვერის“ ფარგლებში დააკავეს, სიაში საერთოდ არ არის:

 

“ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება გოჩა დიასამიძის, ტარიელ აბაშიძისა და ვიაჩესლავ კუზნიკოვის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია.

ახლა აგერ ვართ, პარლამენტთან. ვისზეც ითქვა, რომ გაათავისუფლეს, მათი ახლობლებიც ჩემთან ერთად იმყოფებიან. გვითხრეს, რომ რაღაც ტექნიკური შეცდომაა და სიაში აუცილებლად შეიყვანენ ამ ხალხს“, – უთხრა “ნეტგაზეთს” დავით დოლიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი