ახალი ამბები

თეა წულუკიანის თქმით, ოქრუაშვილი ბრალდებებისგან ავტომატურად არ გათავისუფლება

20 ნოემბერი, 2012 • • 1002
თეა წულუკიანის თქმით, ოქრუაშვილი ბრალდებებისგან ავტომატურად არ გათავისუფლება

“მე ვიცი ერთი რამ: ირაკლი ოქრუაშვილი მის ბიძასთან ერთად, ბატონ გიგუაშვლთან ერთად გუშინ ღამე გადმოვიდა საქართველოს საზღვარზე. ის, როგორც ძებნილი, ბატონ გიგუაშილთან ერთად იქნა დაკავებული და შესახლებული იქნა გლდანის მე–8 დაწესებულებაში. ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, რომ მან არა ქვეყნის გარედან, არამედ ქვეყნის შიგნით დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუ ეს სიმართლეს შეეფერება და, რაც მთავარია, იპოვოს სიმართლე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის პირობები, რა პირობებშიც ირაკლი ოქრუაშვილი პრაქტიკულად გაძევებული იქნა ქვეყიდან წინა ხელისუფლების მიერ და რაც არ უნდა დამნაშავედ ყოფილიყო ის თავის დროზე მიჩნეული, არავის არ აქვს უფლება, საკუთარი მოქალაქე ძალით აიყვანოს და თვითმფრინავში ჩასვას. ჩვენ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გვაქვს წამოწყებული სხვადასხვა პროცედურები. თქვენ იცით, პარლამენტი მას მიიჩნევს პოლიტიკურ დევნილად და ის, რომ პოლიტიკური დევნილი იყო წინა ხელისუფლების პირობებში, ამაზე ვრცლად აქვს ნამსჯელი გერმანიისა და საფრანგეთის სასამართლოებს, რომლებმაც იგი ლტოლვილის სტატუსით აღჭურვეს თავის დროზე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი