ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე სსიპ–ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

20 ნოემბერი, 2012 • • 2884
იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე სსიპ–ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძვანელი  იურისტი მიხეილ სარჯველაძე იქნება.  საჯარო რეესტრს კი ეკა კერესელძე უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე “ექსპო ჯორჯიას” მენეჯერი და იურისტი იყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  (ყოფილი სამოქალაქო რეესტრი) ლევან სამადაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე ამავე უწყების ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

 

წულუკინის თქმით, მათ არ უნდათ, წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებული საქმეები თვითონ მიიწერონ და ამიტომ ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე დანიშნეს ხელმძღვანელად. მისი თქმით,  აღნიშნული მაგალითი უნდა გახდეს იმის, რომ პოლიტიკოსების შეცვლის შემდეგ თანამდებობაზე დარჩნენ ღირსეული საჯარო მოხელეები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი