ახალი ამბები

შსს: 24 თებერვლის მდგომარეობით, სოსო ოხანაშვილი დაცვის რიგებში ირიცხება

24 თებერვალი, 2017 • 2185
შსს: 24 თებერვლის მდგომარეობით, სოსო ოხანაშვილი დაცვის რიგებში ირიცხება

დღევანდელი, 24 თებერვლის მდგომარეობით, ილია მეორის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი დაცვის სამსახურის რიგებში ირიცხება.

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისა და საპატრიარქოს დაცვას შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოებისა და ქონების დაცვის სამმართველო უზრუნველყოფს.

გუშინ, 23 თებერვალს, პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ უნახავს მას შემდეგ, რაც პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა.

თუმცა 22 თებერვალს “ნეტგაზეთის” მიერ გადაღებული ფოტო ადასტურებს იმას, რომ იხანაშვილი მანამდეც იმყოფებოდა საპატრიარქოში.

ბოტკოველის ნათქვამს სოსო ოხანაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საპატრიარქოშია და კვლავ ასრულებს თავის მოვალეობას, ხოლო ბოტკოველმა იცრუა.

სოსო ოხანაშვილი 11 თებერვალს ასევე დაკითხვაზე იმყოფებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. 10 თებერვალს გიორგი მამალაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს მკვლელობის მომზადების ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, იგი მაშინ დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც გერმანიაში ციანიდით მიემგზავრებოდა. ამ პერიოდში გერმანიაში იმყოფებოდა ილია მეორე და სინოდის წევრების ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი