ახალი ამბები

ვარდების რევოლუციის მე-9 წლისთავი არ აღინიშნება

20 ნოემბერი, 2012 • 1778
ვარდების რევოლუციის მე-9 წლისთავი არ აღინიშნება

ამის შესახებ ნეტგაზეთს თბილისის მერიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

 

ამ ეტაპზე არ არიან ინფორმირებული მთავრობის პრესსამსახურში, გეგმავს თუ არა მთავრობა 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის მე-9 წლისთავის აღნიშვნას. 

 

საქართველოში “ვარდების რევოლუციის” წლისთავი 2003 წლის შემდეგ ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძიებითა და მასშტაბური პროექტების გახსნით აღინიშნება. მაგალითად, შარშან, 2011 წლის 23 ნოემბერს, თბილისში დავით აღმაშენებლის განახლებული  გამზირი და რიყეზე რონალდ რეიგანის ძეგლი გაიხსნა, გარდა ამისა, “ვარდების რევოლუციის” მე-8 წლისთავზე პროექტ “ახალი თბილისის” პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

2003 წლის ნოემბერში ქვეყანაში სახალხო გამოსვლებს 23 ნოემბერს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და ქვეყნის ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი