ახალი ამბები

ანჯელინა ჯოლის საჩუქარი კოდაში ჩასახლებულ დევნილებს

19 ნოემბერი, 2012 • • 3372
ანჯელინა ჯოლის საჩუქარი კოდაში ჩასახლებულ დევნილებს

საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის ცნობით, ანჯელინა ჯოლის

ანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლი

საჩუქარი წარმოადგენს სათამაშოებს, სასკოლო ფორმებსა და სათამაშო ატრაქციონებს.

 

“არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია სამართლიანობისათვის“ ინიციატივით,  დევნილმა ბავშვებმა  მიმდინარე წლის ივნისში, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, ანჯელინა ჯოლისათვის შექმნეს ფერად-ფერადი ნახატები. საქართველოში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის (გლუკ) ოფისმა ყველა ეს ნახატი  ბავშვების მოკლე შეტყობინებებთან ერთად მსოფლიოში სახელგანთქმულ მსახიობს გაუგზავნა.

 

ანჯელინა ჯოლიმ გულთან ახლოს მიიტანა ბავშვების ნახატებში გადმოცემული ემოციები და ენთუზიაზმი და გამოხატა კეთილი ნება, გაეგზავნა საჩუქრები კოდის დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისათვის”, – ნათქვამია ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე ავრცელებს ანჯელინა ჯოლის მიმართვას კოდაში მცხოვრები ბავშვებისადმი: „საპასუხოდ გიგზავნით სასკოლო ფორმებსა და სათამაშოებს, მაგრამ ყველაზე მეტად  იმედს ვიტოვებ, რომ ერთ დღეს ჩვენ შევხვდებით, მე შევძლებ ჩამოსვლას და თქვენს ნახვას“.

 

შეგახსენებთ, რომ სამსახიობო კარიერის გარდა ანჯელინა ჯოლი მსოფლიოს მაშტაბით აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, რაშიც ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი