ახალი ამბები

დავით ბაქრაძე: ხელისუფლებამ საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ უნდა დაუტოვოს

16 ნოემბერი, 2012 •
დავით ბაქრაძე: ხელისუფლებამ საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ უნდა დაუტოვოს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან მაღალჩინოსნების დაკავებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

დავით ბაქრაძის თქმით, ნემისმიერი ადამიანი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მზად უნდა იყოს აგოს პასუხი.

 

“ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ფრთხილად მივუდგეთ ამ საკითხს და ხელისუფლებაც უნდა შეეცადოს, რომ საზოგადოებას ამ საკითხების გარშემო კითხვის ნიშნები არ დაუტოვოს და ყველაფერი იყოს გამჭვირვალე,”- აცხადებს ბაქრაძე. 

 

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების,  თავისუფლების უკანონო აღკვეთის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერისტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევისთვის შს მაღალჩინოსნები დააკავეს. 

 

პროკურატურა მათ ბრალს დღეს წაუყენებს, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. არჩილ კბილაშვილის თქმით, ყველა მათგანის მიმართ არ იქნება მოთხოვნილი პატიმრობის სანქცია აღკვეთის ღონისძიების სახით.

 

მთავარი პროკურორის თქმით, აღნიშნული საქმის გამოძიება კვლავაც გრძელდება და ამის შემდეგ გამოიკვეთება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი