ახალი ამბები

თბილისის მერია: უგულავა დაგეგმილზე ადრე ბრუნდება საქართველოში

16 ნოემბერი, 2012 • 1073
თბილისის მერია: უგულავა დაგეგმილზე ადრე ბრუნდება საქართველოში

“თბილისის მერის იტალიაში ვიზიტის დროს სამართალდამცავმა ორგანოებმა თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი დააკავეს. აღნიშნული გარემოების გამო გიგი უგულავა დაგეგმილზე ადრე ბრუნდება საქართველოში,” – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

 

ამავე უწყებამ გუშინ გაავრცელა ცნობა, რომ  მერი გიგი უგულავა 15 ნოემბერს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა, თუმცა მერიის პრესსამსახურმა ჩვენთან საუბარში არ დააკონკრეტა, თუ ვისთან უნდა გაემართა შეხვედრები თბილისის მერს იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში და ვინ იმყოფებოდა მასთან ერთად დელეგაციაში.

 

გუშინ თბილისის მერმა განაცხადა, რომ თავდებში დაუდგება მის დაკავებულ მოადგილეს შოთა ხიზანიშვილის, იმის მიუხედავად, რომ მისთვის წაყენებული ბრალი არ ეხება ხიზანიშვილის თბილისის მერიაში თვენახვერიანი მუშაობის პერიოდს.

მასალების გადაბეჭდვის წესი