ახალი ამბები

კულტურის სამინისტროს განცხადება ოკუპაციის მუზეუმთან დაკავშირებით

15 ნოემბერი, 2012
კულტურის სამინისტროს განცხადება ოკუპაციის მუზეუმთან დაკავშირებით

“საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის სახელთან ან სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დღის წესრიგში არ დგას ცვლილებების განხორციელება.” ამის შესახებ განცხადებას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.


შეგახსენებთ, რომ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გაუქმებას რამდენიმე დღის მანძილზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს. მათ შორის “ერეკლე მეორის საზოგადოება,” რომლის ორგანიზებით აქციაც გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, ოკუპაციის მუზეუმი ხელს უშლის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას და მათი სურვილია საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ნაცვლად გმირთა მუზეუმი არსებობდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი