ახალი ამბები

საქართველოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

15 ნოემბერი, 2012 •
საქართველოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ტატა ხუნწარიამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ  ინიტა პაულოვიჩამ დააჯილდოეს ჟურნალისტური კონკურსის „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებულები. კერძოდ: პირველი ადგილის მფლობელი გახდა ლელა დუმბაძე (გაზეთი „ბათუმელები“) – სტატია „რატომ იცვლიან ადამიანები რწმენას“; მეორე ადგილი წილად ხვდა ლევან სუთიძეს („ტაბულა“) – სტატია „ნეტარ იყვნენ მოწამენი“, ხოლო  მესამე ადგილის მფლობელი გახდა სალომე აჩბა (ვებ-გვერდი: religiebi.info) – სტატია “აკრძალვის მიუხედავად საჯარო სკოლებში სამლოცველოები ისევ არსებობს”.

 

ტოლერანტობის ცენტრმა სპეციალური პრიზი გადასცა  ჟურნალისტ დავით თინიკაშვილს სტატიების ციკლისათვის რელიგიური გაერთიანებების სოციალური მსახურების შესახებ („ლიბერალი“). ასევე, კონკურსში მონაწილეობისათვის  სიგელები გადაეცათ ჯიმშერ რეხვიაშვილს („რადიო თავისუფლება“), სალომე უგულავას (ჟურნალი „ტაბულა“), ნინო მაჭარაშვილს (ჟურნალი „ტაბულა“), მედეა გოქსაძეს (გაზეთი Комсомольская Правда), მანონი ბოკუჩავას (ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი kkpress.ge). 

 

სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტრადიციულად დააჯილდოვეს „ტოლერანტობის ქომაგები“ – ის პიროვნებები, ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

 

პიროვნება:

 

მარინე ჩიხლაძე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის დირექტორი.

 

ორგანიზაციები:

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;

 

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი.

 

მედია: 

 

რადიო თავისუფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი