“ხანძარი დილით გაჩნდა, დაახლოებით 7:10 საათზე, ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოვახდინეთ, ეს რომ მალე არ ჩაგვექრო, ჩათვალეთ, რომ ლილო აღარ იქნებოდა. დამწვარია დაახლოებით 500–600 კვადრატული მეტრი ტერიტორია, ფიზიკურად არავინ დაზარალებულა, 23 პატარა კვადრატულობის მაღაზია დაიწვა”, – აცხადებს თემურ გიორგაძე. მისი თქმით, ზარალის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ზარალის და მიზეზის დასადგენად საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ.
გიორგაძის განცხადებით, უმეტეს მაღაზიებში საქონელი განადგურდა:
“რადგან უკვე დილა იყო და ხალხის ნაწილი მოსული იყო სამუშაოს დასაწყებად, ნაწილი საქონლოს ნაწილის გადარჩენა მოახერხეს. ვინც იყო მოსული თავის მაღაზიებში, შევიდნენ და საქონელი გამოიტანეს”, – განაცხადა თემურ გიორგაძემ.





