ახალი ამბები

აშენდება თუ არა ახალი ტაძარი ჯჯჯჯ

15 ნოემბერი, 2012
აშენდება თუ არა ახალი ტაძარი ჯჯჯჯ

საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოში 2000–ზე მეტი ეკლსიაა, მოქალაქე ხათუნა ბოკუჩავა თვლის, რომ ასი ათასი მოწამის  სახელობის ეკლესიაც უნდა აშენდეს და საერთოდ, რაც მეტი ეკლესია აშენდება უკეთესია:


“ხალხიც მეტი მოექცევა, ქართველი ხალხის სასიკეთოდ  მოხდება ეს და მიმაჩნია, რომ სასიკეთოდ ხდება ყველაფერი”


ასაშენებელი ტაძრის საპირწონე არ არის 2000–ზე მეტი ეკლესია ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლის ზაზა გაბუნიასთვის, იგი აღნიშნავს


“2000 ეკლესიის თემას მე პირდაპირ ვერ დავუკავშირებდი ასი ათასი  მოწამის სახელობის ეკლესიის თემას,  აღესრულა ასეთი დიდი მოვლენა და არ გვაქვს მათი სახელობის ტაძარი, დიახ გვაქვს 2000 ეკლესია, მაგრამ ესეც საჭიროა”. –აღნშნავს გაბუნია.


დღეს რიყეზე, მეტეხის ხიდთან,  სადაც საპატრიარქოს სურვილი აქვს, რომ ტაძარი აშენოს,, სხვადასახვა მშენებლობები მიმდინარეობს და ნაწილი მშენებლობების უკვე დასრულდა, აქ გაშენდა რიყის პარკი,  საბაგირო გზა, მიმდინარეობს მუსიკალური ცენტრის მშენებელობა, საპატრირქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდოარის მოადგილე დეკანოზი ბესარიონ მენაბდე “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ტაძრის აშენების გადაწყვეტილება  ჯერ კიდევ ორი წლის წინ არსებობდა, თუმცა საბოლოოდ პატრიარქს უარი უთხრეს.


დეკანოზი ბესარიონი ჰყვება, რომ ილია მეორემ უშუალოდ პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, რიყეზე ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესია აშენებულიყო. მიხეილ სააკაშვილმა ამ საკითხის კურირება ქალაქის მერს დაავალა და გიგი უგულავასა და ილია მეორეს შორის შეხვედრა შედგა.


“შეირჩა ადგილი, გამოიყო ტერიტორია და კონკურსი ჩატარდა პროექტზე, პატრიარქმა შეარჩია ერთ–ერთი, არქიტექტორ რეზო ჯანაშიას პროექტი, ამ პროექტის კორექტირება ხდებოდა, შენიშვნების მიხედვით, მერიას ჰქონდა შენიშვნები, არა ტაძართან, არამედ განაშენიანებასთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია ტაძრისთვის, ჩვენ საბჭოზეც იყო გამოტანილი ეს პროექტი, მოინახა სპონსორიც, ქალაქის მერიამ თქვა, რომ დიდ ნაწილს თავად გადაიხდიდა, ფაქტობრივად მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ უცებ უწმინდესს უთხრეს უარი”.

დეკანოზის განმარტებით, უარი განპირობებული იყო ტერიტორიის კერძო მესაკუთრეებით.


“როცა ადგილი ითხოვა პატრიარქმა და მერმა თქვა, რომ ეს ადგილია თავისუფალი და პატრიარქი გავიდა მის სანახავად, ერთად გავედით, მაშინ მოხდა შეთანხმება, რომ ამ ადგილს გადმოგცემთ, მერიამ განაცხადა, რომ ჩვენ  შევისყიდით კერძო მეპატრონისგან და გადმოგცემთ თქვენ,   მერიის თანხმობით დაიწყო პროექტირება და შემდეგ უარი ეთქვა პარიარქს, გვითხრეს, რომ კერძო მესაკუთრეები ვინც იყვნენ, იმათ თქვეს უარი, ჩვენთვის ცნობილია, რომ, როგორც გაირკვა, ამ ტერიტორიაზე იყო რესტორანი   “დედა ზოია” ,სხვადასხვა ვარიანტებს ამბობდენენ, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით”.

ტერიტორია, რომელიც ტაძრისთვის უნდა გამოყოფილიყო დეკანოზ ბესარინ მენაბდის განცხადებით დღემდე თავისუფალია, უბრალოდ  მის ერთ მხარეს აშნებულია სასტუმროს ტიპის შენობა, მეორე მხარეს კი საბაგირო გზის ქვედა სადგური ააშენეს:

“რისთვისაც იწუნებდნენ პროექტს, განაშენიანებისთვის, უნდა ყოფილიყო სამრევლო სკოლა, მოძღვრის ოთახი, რაც ჭირდება ეკლესიას  ფუნქციონირებისთვის, ეს დიდიაო, მერე რაც ააშენეს იქ იმაზე გაცილებით დიდია და ტაძარი ამოიღეს, მაგრამ ის განაშენიანება მაინც გააკეთეს, თუ არ ვცდები იქ სასტუმროა, შეიძლება არც ფუნქციონირებს, მაგრამ ეს შენობები დგას, ამ ტერიტორიის მიმდებარედ, საბაგირო გზის ქვედა სადგური ააშენეს”.

 

“ნეტგაზეთმა” შეკითხვებით მიმართა, მერია, რათა განემართა, თუ რა მიზეზით მოხდა ტაძრის აშენების შესახებ ორი წლის წინ გადაწყვეტილების შეცვლა, თუმცა მერიისგან ამ შეკითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მერიის ცნობით, დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობისთვის ქალაქ თბილისის მერიის ს.ს.ი.პ. თბილისის არქიტექტურიში საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან განაცხადი არ შესულა:

 

“ქალაქ თბილისში რიყის ტერიტორია წარმოადგენს ა.ა.ი.პ. თბილისის განვითარების ფონდის საკუთრებას, სადაც მიმდინარეობს პარკის და მისი ფუნქციონირებისათვის დამახასიათებელი ნაგებობების მშენებლობა”.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, ასი ათასი მოწამის ტაძრის აშენების  ინიციატივა, 11 ნოემბერს, საკვირაო ქადაგებაში გააჟღერა:


“იყო დრო ვაშენებდით და იყო დრო იყო დრო როცა ვანგრევდით , ახლა არის დრო როცა უნდა ავაშენოთ, მე მახსენდება ის დრო როცა გვინდოდა ამ წინდა ტაძრის (სამება) აშენება, მრავალი ადამინი სკეპტიკურად იყო განწყობილი და ვერ წარმოედგინა, რომ ასეთი გაჭირვების ჟამს აშენდებდა ეს ტაძარი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ხელთუქმნელი ტაძარი, ჩვენ არც გვიშრომია და არც გვიღვაწია ამ ტაძრის აშენებაში, თვითონ შენდებოდა და აშენდა ეს ტაძარი , მე მადლობა მინდა ვუთხრა უფალს და იმათ ვინც ააშენა ეს ტაძარი, ეს არის კარიბჭე სასუფეველევისა და შემთხვევითი არ არის რომ წმინდა სამების სახელეა, ჩვენ, რომ გადაგვეწყვიტა ტაძრის აშენება, რომელიმე წმინდანის სახელზე ის ტაძარი ვერ აშენებდა ან აშენდებოდა ძალიან მცირედ, ჩვენი მიწა მორწყულია მოწამეები სისხლით აი მთელი მტკვრის ნაპირი, სადაც ეხლა უცნაური ქანდაკებები და მშენებლობა არის, მორწყულია წმინდანების სისხლით, ჩვენ მაგ ადგილზე უნდა გვქონდეს ასი ათასი მოწამის ტაძარი”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი