ახალი ამბები

ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულები შიმშილობას აცხადებენ

21 თებერვალი, 2017 • 3634
ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულები შიმშილობას აცხადებენ

ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულები შიმშილობის დაწყებას აპირებენ და აცხადებენ, რომ მათი მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვა გაგრძელდება მანამ, სანამ მათი ზარალი არ ანაზღაურდება.

ეს განცხადება ბავშვთა სამყაროს მივაჭრეების ნაწილმა დღეს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გააკეთა.

მათი განცხადებით, პირველი სამი ადამიანი შიმშილობას დღესვე დაიწყებს. 24 საათის შემდეგ მათ სხვა სამი ადამიანი ჩაანაცვლებს.

ერთ-ერთი დაზარალეული მოვაჭრის, თამთა ნორაკიშვილის განცხადებით, ხანძირიდან უკვე 22 დღე გავიდა, პასუხი კი სახელმწიფოსგან არ მიუღიათ. მისი თქმითვე, აინტერესებთ, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა და ვის უნდა მიმართონ დაზარალებულებმა:

“მთვარი მოთხოვნა არის ზარალის ანაზღაურება და ბანკებთან ურთიერთობა. ადგილები ჩვენ არ გვინდა იმიტომ, რომ ადგილი რომ მოგვცენ, რა დავდოთ? 2 კვირის წინ მივმართეთ ყველა უწყებას, მერიიდან დაწუყებული, კანცელარია, პარლამენტი, დირექცია… ყველას მივმართეთ. ჯერ არც ერთი მოთხივნა არ არს დაკმაყოფილებული კი არა, ნაბიჯიც კი არ არის გადადგმული, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. რადგან უკვე ჩვენ ყველას გვშია, ბარემ ვიშიმშილებთ,”- ამბობს თამთა ნორაკიძე.

ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრით დაზარალებული თამთა ნორაკიძე ადვოატთა ასოციაციაში გამართილ შეხვედრაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 21.02.2017

ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრით დაზარალებული თამთა ნორაკიძე ადვოატთა ასოციაციაში გამართილ შეხვედრაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 21.02.2017

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, დახმარებისთვის მათ 300-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

“ნეტგაზეთს” ადგილზე შეკრებილებმა განუცხადეს, რომ დაზარალებულები ძირითადად ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და ქსოვილით მოვაჭრეები არიან.

“შიმშილობა გაგრძელდება რამდენიმე თვე, სანამ არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ხელისუფლებისთვის ეს იქნება გამოცდა. ახლა მივდივართ დამწვარ “ბავშვთა სამყაროს” ტერიტოტიაზე, სადაც დაიდგმება კარავი და ყოველდღე 3 ადამიანი იშიმშილებს,”- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა ასოციაციაში ხვდება ბავთვთა სამყაროში მომხდარი ხანძრით დაზარალებულებს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 21.02.2017

ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა ასოციაციაში ხვდება ბავთვთა სამყაროში მომხდარი ხანძრით დაზარალებულებს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 21.02.2017

ხანძარი ბავშვთა სამყაროში 30 იანვარს, დილის საათებში გაჩნდა. ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი